ჯანსაღი და დღეგრძელი ცხოვრების 10 მცნება

სტატიის სანახავად შედით გაგრძელებაში 
1. უპირატესობა მიეცი ცილებიან საკვებს, რამეთუ ის სიცოცხლის წყარო, უჯრედებისა და ქსოვილების აღმდგენი, ორგანული პროცესების რეგენერატორია.

2. ერიდე ნახშირწყლებსა და ცხიმებს, რამეთუ ისინი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, გართმევს ენერგიას ადა სიცოცხლისუნარიანობას.

3. აღკვეთე ალკოჰოლიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება და თამბაქოს უზომო წევა.

4. აქტიურად მისდიე სპორტის იმ სახეობას, რომელსაც აირჩევ. ნუ გამოტოვებ კვირის ნურც ერთ დღეს ფიზიკური აქტივობის გარეშე.

5. ივარჯიშე და გაიძლიერე ფილტვები, რათა განიწმინდოს სისხლი ბუნების ელექსირით – ჟანგბადით.

6. დაიმორჩილე და დაამარცხე ნერვულობა სხეულისა და გონების უმთავრესი და უპირველესი მტერი.

7. წელიწადში ორჯერ მიიღე რჩევა შენი თერაპევტისა და სტომატოლოგისაგან, ყურად იღე იგი.

8. მიიღე ვიტამინები საკვების ან აბების სახით, რამეთუ ის სიცოცხლის ნაპერწკალია.

9. მიეცი საშუალება სხეულსა შენსა ძილის დროს ისე დაისვენოს, რომ ბუნებამ შეძლოს დღის განმავლობაში მიღებული სტრესებისა და დაძაბულობის მოხსნა.

10. ყოველგვარი საქმიანობისას, სმა–ჭამა იქნება ეს თუ გართობა, ზომიერებას ნუ გადახვალ.

* * *

ანგინა შეიძლება ერთი დღე–ღამის განმავლობაში განვკურნოთ, თუ დავღეჭავთ ნაძვის ახლადდადენილ ფისს.

* * *

თქვენი ჯანმრთელობის პირველი მაჩვენებელი შარდია. ხალხური მედიცინა თვლის, რომ დაავადების ნიშნების გაჩენას შარდის ტუტე რეაქცია გვატყობინებს. შარდის რეაქცია შეგვიძლია განვსაზღვროთ ლაკმუსის ქაღალდის დახმარებით დღეში ორჯერ: დილით – გამოღვიძებისას და საღამოს – ვახშმის წინ. ლაკმუსის ქაღალდი არის სპეციალური ქაღალდი, რომელიც წითლდება მჟავეებში და ლურჯდება ტუტეებში.

* * *

ცხვირის დანამატი ღრუს ტკივილი (ჰაიმორიტი) იწვევს შარდის ტუტე რეაქციას. თუ ერთი საათის ხანგამოშვებით შვიდჯერ დავლევთ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ 1 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს, შარდის რეაქცია მჟავე გახდება და ტკივილიც შემცირდება.

* * *

სამწვერა ნერვის ანთება (სახის ნევრალგია) ასევე იწვევს შარდის ტუტე რეაქციას. ტკივილს გავიქრობთ, თუ დავლევთ ზემოხსენებულ ნარევს საათში ერთხელ, ამასთან შარდის რეაქცია შეიცვლება მჟავე რეაქციით. ეფექტი მატულობს, თუ ყლუპებად დავლევთ და არა ერთიანად.

* * *

სხვადასხვა სიმჟავეები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ორგანიზმზე. მაგალითად, თუ დალევთ ერთ ჭიქა წყალში განზავებულ 5–10 წვეთ მარილმჟავას დღეში 4–ჯერ ორი კვირის განმავლობაში, გაგიძლიერდებათ ტკივილი ხელებისა და ფეხების სახსრებში (ართრიტის დროს), მაშინ როცა ერთ ჭიქა წყალში განზავებული 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი რომ მიიღოთ დღეში 4–ჯერ, შესამჩნევად შეგიმცირდებათ ტკივილის შეგრძნელბა დროის იმავე პერიოდში.

* * *

სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს:

1. გავზარდოთ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღება ორგანული სახით, მაგალითად, ვაშლით, ყურძნით, შტოშით და მათი წვენებით. აუცილებელია ყოველდღიურად მივირთვათ იმდენი ხილი, რომ 4 ჭიქა წვენს შეესაბამებოდეს. ხილი შეიძლება მივიღოთ ჭამის წინ, ან ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. თუ მჟავიანობის გასაზრდელად ვაშლის ძმარს გამოვიყენებთ, დავლიოთ 2 ჩაის კოვზი განზავებული 1 ჭიქა წყალში.

2. ჩვენი ყოველდღიური რაციონი უნდა გადავათვალიეროთ და გავაანალიზოთ, რამდენი ცილა და ნახშირწყლები მივიღეთ. თუ ცილები მეტია, მაშინ ვეცადოთ, უფრო სწორად მოვახდინოთ რაციონში ამ ორი კომპონენტის ბალანსირება.

3. ხორბლის ნაწარმის ნაცვლად სიმინდი ვიხმაროთ.

4. ჩვეულებრივი სუფრის მარილი სითხეს იზიდავს და აკავებს ორგანიზმში. ამიტომაც მაღალწნევიანი ადამიანების რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ მარილიანი საკვები. მარილიანი საჭმელი ყოველთვის აწყურებს. ორგანიზმიდან გამოყოფამდე ჭარბი სითხე სისხლშია და წნევის ამაღლებას იწვევს. როდესაც მარილი და მარილიანი პროდუქტები რაციონიდან გამოირიცხება, სისხლი მასში მყოფ სითხეს გამოყოფს და სისხლის წნევა მცირდება.

5. თაფლი პირდაპირ საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს. თუ მას გამოვიყენებთ ყოველი ჭამის დროს, იგი შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, შეამცირებს სისხლის წნევას. მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს ყოველნაირ დაძაბულობას.

* * *

ანგინის (ტონზილიტი) სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში ყველაზე გავრცელებული საშუალება ყელში ვაშლის ძმრის გამოვლებაა. დოზა – 1 ჩაის კოვზი ძმარი ჭიქა წყალზე. გამოვლება უნდა ჩავატაროთ საათში ერთხელ. ამ დროს პირს მთლიანად ივსებენ ხსნარით, ივლებენ და ყლაპავენ.

ხალხურ მედიცინას მიაჩნია, რომ ჩაყლაპვის დროს ხსნარი რეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს. ტკივილის შესუსტების დროს გამოვლების ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ.

* * *

კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება დადგინდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით:

1. შესამჩნევია გონებრივი უნარის, მოსაზრებულობის დაქვეითება, თავს იჩენს გარკვეული გაუბედავობა, თვითრწმენის შესუსტება, რამდენადმე ქვეითდება მეხსიერება.

2. უფრო ხშირად თავს იჩენს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის სიმპტომები. სუსტდება ფიზიკური ამტანობა, უფრო ჩქარა იღლებიან.

3. იზრდება სიცივისადმი მგრძნობელობა. უპირატესობა ეძლევა თბილ საჭმელს, ხშირად უცივდებათ ხელები და ფეხები.

4. ტერფებზე ხშირად უჩნდებათ კოჟრები.

5. ხშირად აწუხებთ კუჭის შეკრულობა.

6. ადვილად ავადდებიან, ხშირად ცივდებიან.

7. დროდადრო მადა ეკარგებათ, ხოლო ზოგჯერ პირღებინება აქვთ.

8. ჭრილობები და დაბეჟილობები ნელა უშუშდებათ.

9. კანი ხშირად ექავებათ.

10. უფრო მეტი კბილი უფუჭდებთ, ვიდრე ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს.

11. შესაძლებელია ფერიმჭამელების გაჩენა.

12. ზოგჯერ ქუთუთოები და პირის კუთხეები უბრუნდებათ.

13. ხშირად კურუნჩხებათ კუნთები (განსაკუთრებით ფეხისა). უფრო ხშირად ეს ღამით ხდება.

14. ასეთ ადამიანებს უძნელდებათ მოდუნება.

15. ხშირად ცუდი ძილი აქვთ.

16. შეიძლება ჰქონდეთ ტკივილის შეგრძნება სახსრებში, რაც ართრიტის შთაბეჭდილებას ახდენს.

ასაკში შესვლასთან ერთად ასეთმა ადამიანებმა მეტი რაოდენობით უნდა მიიღონ კალიუმი (საჭმელთან ერთად). როგორც წესი, საჭიროა ორჯერ გაიზარდოს კალიუმის მიღება თაფლის, ახალი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის სახით. კალიუმი საჭიროა არა მარტო კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (რამდენადაც იგი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში), არამედ აგრეთვე კალიუმსა და ნატრიუმს შორის ბალანსის დაცვის მიზნით.

წითელი წიწაკა კალიუმის მდიდარი წყაროა. იგი შეიძლება კერძში ვიხმაროთ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

კალიუმის კიდევ ერთი წყაროა წყალში გახსნილი თაფლი და ვაშლის ძმარი.

ყურძნის, შტოშისა ან ვაშლის ერთი ჭიქა წვენი დღეში ორჯერ ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო კალიუმით

Posted in Uncategorized | Leave a comment

ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტს თავი

არ ინერვიულოთ, ჩვენ არ გაშინებთ.ჩვენ არც რაიმეზე მიგითითებთ, უბრალოდ წარმოგიდგენთ რეალურ და მძიმე ფაქტებს, რომლებმაც შეიძლება “სტაჟიანი მწეველებიც” კი სწორ გზაზე დააყენოს.ამისათვის მოუკიდეთ სიგარეტს, კომფორტულად მოეწყეთ თქვენს კომპიუტერთან და მშვიდად შეუდექით სტატიის კითხვას.სულ ცოტა ხანში თქვენ შეიძლება ისე აგაღელვოთ მიღებულმა ინფორმაციამ, რომ ეს აღმოჩნდეს ბოლო სიგარეტის ღერი თქვენს ცხოვრებაში.

მაშ ასე:

1.დავიწყოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანით – ფულით.ბევრი ადამიანი ჩივის, რომ მას არ აქვს ფული, ან არასაკმარისი აქვს ის.მწეველებმა უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს:ვინც ყოველდღიურად ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, იგი დაახლოებით 2ლარს ხარჯავს ამაში.წელიწადში ეს გამოდის 800 ლარამდე (არ დაგავიწყდეთ, რომ სიგარეტის მოსაკიდებლად სანთებელა ან ასანთიც გჭირდებათ).წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა გიწევთ ამ თანხის საშოვნელად და რამდენ სასიკეთო საქმეში შეიძლება გამოიყენოთ ის.

2.მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ნამდვილი გმირები იყვნენ საწოლში, დროთა განმავლობაში სექსში არასასურველი პარტნიორები ხდებიან ქალებისათვის.მამაკაცებო, ხომ არ არის ეს სიგარეტის ბრალი?ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

3.ძვირფასო ქალბატონებო, ნაადრევად გიხარიათ წინა მიზეზიდან გამომდინარე, სიგარეტი მხოლოდ მამაკაცებზე არ მოქმედებს უარყოფითად.თუ თქვენ ბეჯითად აგრძელებთ სიგარეტის წევას, სავარაუდოდ, მალე გახდებით საშინელი შესახედაობის:ყვითელი და ავადმყოფი კბილები, მომჭკნარი და ნაცრისფერი კანი მართლაც არაა ლამაზი.ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ არამწეველსაც დაემართოს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მწეველებში ამის რისკი ბევრად უფრო მაღალია.

4.დასაოჯახებელი ბრძანდებით? თუ მწეველი ხართ, შეიძლება ასეც დარჩეთ.გამოკითხული 5000-მდე დასაოჯახებელი ადამიანის 63%-ს ვერც კი წარმოუდგენია მწეველთან თანაცხოვრება.

5.რასაც თქვენ აქ ხედავთ, სულაც არაა ქიშმიშიანი ორცხობილა ან მწვადის ნაჭერი.ასე გამოიყურება საშუალო მწეველის ფილტვები.არ გვინდა შეგაშინოთ, მაგრამ ეს ჯანმრთელობა ნამდვილად არაა.ნაწამები ფილტვები უკანასკნელი სიგარეტიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იწყებენ აღდგენას.

6.სიგარეტი სხვა მძიმე დაავადებების გამომწვევიცაა.იგი ითვლება კიბოს წარმომშობად, შეიცავს მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს.ნიკოტინი წარმოადგენს ნერვის შხამს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და მაღალ არტერიულ წნევას.

7.დამტკიცებულია, რომ მწეველები უფრო ადვილად ცივდებიან და ძნელად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე არამწეველები.ამის მიზეზი გახლავთ დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც სიგარეტის წევისაგან არის გამოწვეული.

8.იცით ვაშლის ან ახლადდაკრეფილი მარწყვის გემო?მწეველებმა ამ კითხვაზე უდაოდ თავი უნდა გაიქნიონ, რადგან სიგარეტი ხელს უშლის გემოსა და სუნის რეალურად აღქმას.გასინჯეთ ახალი ხილი სიაგრეტის მოწევისას, დაიმახსოვრეთ მისი გემო და 48 საათის შემდეგ, ისე რომ აღარ მოწიოთ, ისევ დააგემოვნეთ იგივე ხილი, თქვენ ნამდვილ აღმოჩენას გააკეთებთ.

9.სიგარეტის მოწევა არ ითვლება სექსუალურად, როგორც ეს უამრავ ფილმში იყო ძველად წარმოდგენილი.მწეველი მარლენ დიტრიხი ან ოდრი ჰეპბერნი უწინ კარგად ტონად ითვლებოდა, მაგრამ თავად განსაჯეთ, მოგეწონებოდათ საოცნებო ქალები რომ გეხილათ მოყვითალო ხელის თითებით ან მონაცრისფრო და მოჭმუჭნული კანით?

10.სიგარეტის თავის დანებებით ბევრი რამ შეიცვლება თქვენს სხეულში: უკანსკნელი მოწეული სიგარეტიდან 20 წუთში ნორმაში დგება სისხლის მოქმედება, 8 საათის შემდეგ თქვენ აღარ გაქვთ მწეველისათვის დამახასიათებელი მძიმე სუნთქვა, 3 დღის შემდეგ საგრძნობლად გიუმჯობესდებათ სუნთქვა, 3 თვის შემდეგ თქვენი ფილტვები ხდება თავდაცვისუნარიანი ბაქტერიების წინაშე, სისხლი უკეთესად ცირკულირდება სისხლძარღვებში.ერთი წლის შემდეგ თქვენი გულის დაავადების რისკი უტოლდება არამწეველისას.ათი წლის შემდეგ კი თქვენი ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი უთანაბრდება არამწეველისა

Posted in Uncategorized | Leave a comment

8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთ საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება.ეს არის ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის დღესასწაული. პირველად აღინიშნა 1909 წლის 28 თებერვალს (აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ).

 

ქალთა დღე თავდაპირველად აღინიშნებოდა ძველ რომში. არსებობდა დღე, როდესაც ქალებს თავისუფლად შეეძლოთ ქმრებისგან საჩუქრები მიეღოთ. ხოლო მოახლეებს და დაბალი ფენის წარმომადგენელ ქალებს ჰქონდათ დასვენების დღე – ქალთა სოლიდარობის ნიშნად.
მსოფლიოში 8 მარტთნან დაკავშირებით ჩატარდა გამოკითხვა. ..როგორც გამოკითხულთა 66%–მა აღნიშნა 8 მარტი უპირველესყოვლისა არის ქალთა საერთაშორისო დღესასწაული.18%ის თანახმად – 8 მარტი გაზაფხულის დადგომის პირველი დღესასწაულია, ხოლო 4%მა განაცხადა რომ ეს დღე არაფრით არ განსხვავდება მათთვის დანარჩენი სამუშაო დღეებისგან.
 
ბრძნული აზრები ქალების შესახებ
ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი

მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს

ქალი თუ ერთ ვინმეს არ აშორებს ანდა ვერ უსწორებს თვალს, ყველასათვის გასაგები ხდება რასაც ნიშნავს ესრა მწუხარებას ანიჭებს ღარიბ კაცს სიყვარული, როცა არ ძალუძს საჩუქრებით აავსოს ქალი და ისე გააბედნიეროს, რომ აღარაფერი ენატრებოდეს

თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებსჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მამაკაცი დიდი არაფერია, ქალი კი ჩინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ამ მამაკაცის დაფარული ღირსება, რომელიც ამ ქალმა დააფასა: ეს შერჩევით სიყვარულია, და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული

ქალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან

ღმერთები იქ ცხოვრობენ, სადაც ქალებს ეთაყვანებიან..

 
ქალბატონებო და გოგონებო.. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს გისურვებთ წარმატებას,სიყვარულს,სიხარულს,ბედნიერებას,ოცნებების ასრულებას !!ImageImageImage
Posted in Uncategorized | Leave a comment

:):):)

ძნელია დაფიქრდე, უკან მიიხედო და უკლებლივ ყველა გაღიმებული დაინახო 
შეუძლებელია ! 
შეუძლებელია თვალი გადაავლო შენს პაწაწუნა ცხოვრებას და ვიღაც გულნატკენი არ დაგხვდეს, შეხედო და გულზე ეკალივით არ მოგედოს მისი სევდა…
ხომ აგრეთვე შეუძლებელია ვიღაც უპასუხოდ დატოვო
ათასი უკმაყოფილო
ვალები, დაუბრუნებელი ნივთები, შენგან მივიწყებული დაპირებები
ძნელია უყურო ადამიანის სახეს სულ მომტირალს, მირცვლებულს სხეულს მიგავს მაშინ გული, სადაცაა უნდა გასკდეს ბოღმისგან, მეც ვითრგუნები და მზე მინდება
. მზე თბილი, კაშკაშა
მზე … რომელსაც ყველა ბავშვი ერთნაირს ხატავს, მაგრამ დანახვით ვერავინ უსწორებს თვალს
რამდენჯერ ვცადე მენახა,მაგრამ სულ ცრემლები მრჩებოდა მწვანე თვალებზე …
ეს არის საათივით აწყობილი დედამიწა და ცხოვრება, ყველას კმაყოფილს ვერ დატოვებ ! მაშინ ღმერთი უნდა იყო და მაშინაც გამოყოფდნენ თავს სადღაც უკმაყოფილონი, ვინც დღეს რესტორანში ვერ წავიდა და ამის გამო შენ დაგადებდნენ ბრალს. რამდენჯერ მიფიქრია “ღმერთობა” იმაზეც დავფიქრებულვარ რა საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი, ისმინო მილიონობით ლოცვა
ჩურჩულით ნათქვამი უფალო დამიფარე და ყველა შენს იმედზე
თითქოს შენ ორგანიზმი ხარ და ეს სურვილები სისხლი, ყველა აუსრულებელი სურვილი თითო წვეთ სისხლის ფასად გიჯდებოდეს და
ბოლოს მაინც კვდებოდე 
უბრალოდ იმიტომ, რომ ღმერთი ხარ და მაინც ვერ მოერიე გაუმაძღარი ხალხის სურვილებს ! 
ყველას რომ თითო სურვილს უსრულებდე?
მილიარდს გთხოვდი, უეჭველად 
… მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, ჩემს გარდა რამდენი გთხოვდა ამ მილიარდს, ფულიც უფასური გახდებოდა, არა, რაღაც ორიგინალური უნდა მოვიფიქრო ღმერთო რომ გთხოვო !
მოდი მე ვიქნები ერთი და გაბედული, მოდი ერთი დღე ღმერთად მამყოფე
არ მეშნია თუ ამ სურვილის გამო ჯოჯოხეთში დავიწვები, მე სიყვარულით მაქვს გული აღსავსე, ცოტათი მეტი ვარ შენი სხვა ქმნილებებისგან, მე შენი არ მჯერა და ილუზიებით გესაუბრები…
მოდი მოვისურვებ და ჩემი ქვეყანა ყველაზე ცნობილი გახდეს. ძნელია იყო ღმერთი?
მოდი ისე ვქნათ, რომ შემდეგი სურვილები სამუდამოდ აუსრულებელი დარჩეს
-არ იყოს სიკვდილი
-არ ვბერდებოდეთ
-არ ვიბადებოდეთ მახინჯები (ფიზიკურად განსხვავებულები)
-არ არსებობდეს გულის ტკენა

ხ ა ლ ხ ო !!! რატომ ვერ ვსწავლობთ ამა თუ იმ მოვლენის დაფასებას? მინდა ღმერთი ვიყო 1 დღით, ჩაგყვიროთ და ჩაგჩხავლოთ ყურებში რეალობა, აგახელინოთ თვალები და შემდეგ ისევ ვიყო მე ! 
ვიბნევი ! არც ის არ მინდა ყველამ სიმართლით იაროს
არა, ვერაფერში შემაქვს ცვლილება ისე უნიკალურადაა მოწყობილი ყველაფერი 
მათხოვრები და შიმშილი რომ არ არსებობდეს, აბა ვის ვუყურო მე? ვინ მაძლევდეს მე სწავლისთვის და სამსახურისთვის სტიმულს? 
სიკვდილი რომ არ იყოს, როგორ მივხვდე მე ცოცხალის ფასს? 
რომ არ ვბერდებოდეთ, საიდან დავაფასო მე ჩემი საუკეთესო წლები?
რომ არ არსებობდნენ მახინჯები, სილამაზე როგორ დავაფასო ?
გულის ტკენა როგორ არ უნდა არსებობდეს 
ხააალხო, ჯაამათნო ? 
როგორ დავაფასო მე ჩემი ღიმილის მიზეზი, თუ ერთხელ მაინც არ მეტკინა გული ?
ნელ-ნელა ვხვდები კი არა, უკვე მივხვდი რომ მთავარია დაფასება ვისწავლოთ 
განა ადამიანების?
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს !!!
ძნელია მოკვდე შემდეგ კი გითხრან:
-უკან მიიხედე, იქ შენი განვლილი ცხოვრებაა
რამდენ ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩენ, რამდენ გულის ტკენას, რამდენ სილამაზეს და სიმახინჯეს, სიბოროტეს და სიკეთეს, რამდენ სიცოცხლეს აღმოაჩენ და შემდეგ მიხვდები ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც არის
ინანებ ! 
რა თქმა უნდა ინანებ უეჭველად ინანებ, თვაშიც წამოირტყამ ხელს 
აუ, აუს ძახილში შეიძლება თავიც აგტკივდეს, მაგრამ ღიმილი უნდა შემოირტყა ალმასის ქამარივით სახეზე, კარგად რომ ჩაყვე ცხოვრებას, ბევრ კარგს დაინახავ
იმას, თუ როგორ აძლევდი ბავშვობაში მათხოვარს ფულს
ან იმას, თუ როგორ დაუთმე ქალბატონს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებული ძალიან დაღლილი იყო და იმ დროს რომ შენ ადგილი არ დაგეთმო, ალბათ გული წაუვიდოდა !
ბევრი რამ არის, ბევრი წვრილმანი, ბევრი ცრემლი და გაღიმება
ცხოვრება ძალიან მშვენიერი რამ არი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მშიერს ჭამა შეგეძლება, დაღლილს დასვენება, მოწყურებულს დალევა და ა.შ თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ, რა ცოტა გჭირდებათ თითოეულს ბედნიერებისათვისვცდილობ რეალურად შევხედო ყოველთვის ყველაფერს 
ცხოვრება, სულ მინდა ამ უცნაურ მოვლენაზე ვისაუბრო და ყოველთვის უპასუხოდ მრჩება საბოლოო კითხვები … უბრალოდ ძნელია რაღაც-რაღაცეებს გაუმკლავდეს ადამიანი 
იცით რა არის სილამაზე? 
სილამაზე არის შვილის თვალები
სილამაზეა როცა სარკეში იყურები და საკუთარ თავს ხედავ, იცი რატომ? იმიტომ, რომ მხედველობა გაქვს ! 

სილამაზეა ისიც, რომ გესმის, აღიქვამ აცნობიერებ 
უბრალოდ ჯერ 80%’ს არ დაუკარგავს არც-ერთი, თორემ უეჭველად დააფასებდა 
მე არ ვცდილობ ამ ჩემი ჩამალული პოსტით ვინმეს რაიმეზე ავახელინო თვალები ! მე უბრალოდ ვწერ 
ცხოვრება საჰაერო ბუშტს ჰგავს, რომელიც ბევრი საინტერესო ემოციებით არის აღსავსე
საინტერესო ადამიანის ცხოვრება კიდევ ისეთი მსუქანია გეგონება ესესაა უნდა გასკდესო 
ძნელია გაიღიმო როცა ამდენი რაღაცის თქმა გინდა
როცა შენთვის მნიშვნელოვანს ეხებიან, შენ კიდევ იმის ნაცვლად
-ხელი გაუშვი, ჩემია ეგ საზიზღარო ! უნამუსო !
უბრალოდ იღიმი და ყურადღებას არ აქცევ 

ძნელია იცხოვრო გაიარო უკანმოუხედავად და ყველა გაღიმებული დატოვო
ძნელია იცხოვრო
ი ც ხ ო ვ რ ო !

Posted in Uncategorized | Leave a comment

მათ ვისაც გიყვართ-ეს თქვენი სიახლეა:):) საინტერესო ფაქტები სიყვარულის შესახებ❤

ურთიერთობებში არსებობს სამი ეტაპი: სურვილი, გატაცება და დამოკიდებულება.
სურვილი ეს არის ფიზიკური მოთხოვნილება. გატაცება ეს ფიქსაციაა ობიექტზე.
დამოკიდებულება კი მტკიცე კავშირი, რომელიც უკვე მომავალში განსახორციელებელ
პროგრამებს მოიცავს. ეს გრძნობა მოთხოვს კონკრეტული ადამიანის ყოფნას 
სიცოცხლის ბოლომდე.
❤ თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში,
მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ,
ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.❤ შოკოლადს არაბი შეიხები “სიყვარულის ნარკოტიკს” უწოდებდნენ
და 50 ჭიქა შოკოლადს სვავდნენ ცოლების მონახულების წინ.
❤ ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება.❤ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ყვარებიათ, იტანჯებიან დაავადებით-
გიპაპოტუიტარიზმი, ის არ რთავს ნებას იგრძნონ ემოცია რასაც სიყვარული ქვია.
❤ გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი
ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე, უფრო მეტად უყვარდეს, ის ვინც იგი მიატოვა.
❤ საქორწილო ბეჭედს, როგორც იცით, ატარებენ მარცხენა ხელის არათითზე,
რაც ძველი ბერძნების ახსნის მიხედვით “სიყვარულის ვენის” არსებობას მიეწერება
ზუსტად ამ თითზე. ეს ვენა პირდაპირ გულთან მიდის.

❤ როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი ნერვული უჯრედები, რომლებიც 
რეაგირებენ საზოგადოების აზრზე, ითიშებიან. ამიტომაც შეყვარებული
ყურადღებას არ აქცევს მშობლებისა და მეგობრების აზრს მისი ობიექტის მიმართ.
❤ სტუდენტები, რომლებიც უარყოფილნი იყვნენ სასიყვარულო ობიექტების მიერ,
ძლიერ აქტივობას ავლენდნენ ტვინის იმ ნაწილზე რომელიც ფიზიკურ ტკივილს არჩევს.❤ ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს ხშირად უყვარდებათ ისეთები, 
რომლებიც მათ მშობლებს გვანან. მათთან დარჩენილი აქვთ ბავშვობის გადაუჭრელი
პრობლემები და მათი გადაჭრა მოზრდილ ასაკში სურთ.
❤ მისწრაფება გვიყვარდეს, როგორც ჭამა და სექსი, პრიმიტიულ ბიოლოგიურ
მოთხოვნილებას წარმოადგენს.
❤ ოთხფოთლიანი სამყურა, რომელსაც ალბათ ხშირად ეძებდით სამყურიანებს შორის,
მართლაც წარმატების მომპოვებელია. ასევე არსებობს ირლანდიური სასიყვარულო
ცრურწმენა, თუ გოგონა შეჭამს ამ სამყურას იმ მამაკაცზე ფიქრით, ვინც უყვარს,
ჩაფიქრებულს აუცილებლად შეუყვარდება იგი საპასუხოდ.
❤ რაც უფრო დიდხანს გასტანს არშიყობის პერიოდი, მით უფრო დიდი პერსპექტივებია
გრძელი ქორწინების. ადამიანები რომლებსაც ვნებიანი რომანები აქვთ ურთიერთბის
დასაწყისშვე, ხშირად ეყრებიან.
❤ სიყვარული გრძელდება იმ დრომდე, სანამ ტვინს შეუძლია შეინახოს რომანტიული
ნეტარების მდგომარეობა.
❤ ქალები ყველაზე მძაფრად სიყვარულს განიცდიან პირისპირ შეყვარებულთან დგომისას.
კაცები კი პირიქით, ემოციურ სიახლოვეს გრძნობენ პარტნიორთან ერთად თამაშის,
ლაპარაკის, მუშაობის ან გვერდზე ჯდომისას.
❤ მსოფლიოში წყვილების უმეტესობა ეყრება ქორწინების მეოთხე წელს.
მეოთხე წლის მერე ურთიერთობა სტაბილიზაციას ინარჩუნებს მერვე წლამდე.
❤ შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინის გარვეული ნაწილი ძილის
მდგომარეობაშია, თითქოს სიზმარში და ამიტომაც უწოდებენ სიყვარულს ბრმას.
❤ გატეხილი გული ნარკოტიკისადმი მიდრეკილებას ჰგავს. ამიტომაც ყველა ნივთი უნდა
გაქრეს, რომელიც ყოფილ პარტნიორს მოგაგონებთ.
❤ მამაკაცებს შეყვარების დროს უნვითარდებათ ნაწილი, რომელიც მხედველობის ნაწილს
აძლიერებს, ამიტომ მათ უყვართ თვალებით, ხოლო ქალებს მეხსიერების ნაწილი, ამიტომ
მათ ახსოვთ თითოეული დეტალი რომანიდან.
ImageImageImage

Posted in Uncategorized | Leave a comment

ტანგო :)

ტანგო მეცხრამეტე საუკუნის პირმშოა და ის ბუენოს-აირესში იშვა. მერე ნელ-ნელა დაიპყრო მთელი არგენტინა, ურუგვაი, კუბა. ეს ქვეყნები დღემდე ექიშპებიან ერთმანეთს და იჩემებენ ტანგოს.ტანგო იმისთვის შეიქმნა, რომ ქალს თავისი ადგილი სცოდნოდა და ამისგან მაქსიმალური სიამოვნებაც მიეღო.ტანგოში ქალი პარტნიორის, ანუ მამაკაცის გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ტანგოში არ არის მიღებული, პარტნიორებმა ერთმანეთს უყურონ, გაუღიმონ ან ილაპარაკონ. მნიშვნელობა მხოლოდ მოძრაობებს აქვს.ალბათ, ტანგო დიდხანს იქნებოდა „ველური,” არგენტინიდან ევროპაში რომ არ მოხვედრილიყო. მისი ღირსებები პირველად ფრანგებმა შეაფასეს. 1913 წელს ცეკვამ ნიუ-იორკშიც შეაღწია.11 დეკემბერი ტანგოს საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაიბადა ტანგოს უბადლო და საუკეთესო შემსრულებელი კარლოს გარდელი. 1935 წელს ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა.ტანგო კრიზისის ცეკვაა, შესაბამისად კრიზისის პროდუქტიცაა. ის ძალიან ინტროვერტული, ემოციურად პირქუში ცეკვაა, რომლის სული და გულიც წარსულის წარუმატებლობები, აწმყოს გაურკვევლობა და არცთუ ნათელი მომავალია. საიდანაც არ უნდა მიუდგე ამ ცეკვას, იქნება ეს ქალის და კაცის ურთიერთობა, პირადი ცხოვრება თუ ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, ტანგო ყველა შემთხვევაში “ავარიის” შედეგად გაჩენილი ფენომენია.ცეკვა ეს ხელოვნებაა, სხეულის ხელოვნება ასე ვიტყოდი მე.მკვეთრად მოძრავი სხეულის სილუეტი, სცენის მტვერი,ნაზად და მოქნილად მოცეკვავე წყვილები, სხეულის გამოკვეთილი და სხარტი მოძრაობები გრძნობები და ემოციები, ეს ის მცირედია რაც შეიძება ცეკვის დროს როგორც მაყურებელმა განიცადო.ტანგო ეს პოეზიაა, რომელიც სხეულის ენით იწერება,ცეკვა ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე,ცეკვა რომელსაც უბრალოდ შეიგრძნობ და იმის მიუხედავად რომ შენ შეგიძლია თუ არა მაინც განიცდი ამ ყველაფერს,სხეულში უცნაურ ჟრუანტელს გრძნობ,თითქოს რაღაც გაკრთობს და სხვა სამყაროში ხვდები,სამყაროში რომელიც ამ ქვეყნიურზე მეტია.ImageImageImageImage

Posted in Uncategorized | Leave a comment

აზარტული თამაშების ფსიქოლოგია

ადამიანთა უმრავლესობისთვის აზარტი ასოცირდება რაღაც სარისკოსთან, საშიშთან, მაგრამ საოცრად მიმზიდველსა და საინტერესოსთან. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ აკრძალული ხილი გემრიელია და რაც უფრო მეტად “არ შეიძლება”, მით უფრო მეტად “გვინდა”. დაახლოებით “შეიძლებასა” და “არ შეიძლებას” შორის არსებულ ზღვარზე აღმოცენდა გემბლინგის (აზარტული თამაშების) ფსიქოლოგია. თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მიდრეკილია აზარტისკენ, მაგრამ ყველას როდი უვითარდება ემოციურ ლაბილობასთან, ქცევის არაადეკვატურობასთან, სოციოპათიასთან, დევიაციასთან, სუიციდთან დაკავშირებული პათოლოგია. გემბლინგი ფულზე თამაშისადმი დამოკიდებულების ნაირსახეობაა. ეს არის გარკვეულ მოქმედებათა კომპლექსი, ჩამოყალიბებული აზარტული თამაშების (რომლებსაც მოგების მოტანა შეუძლია) სხვადასხვა სახეობისადმი მიდრეკილების საფუძველზე.
ისეთებისა, როგორიც არის ბანქო, კაზინო, ფსონი რბოლებზე, სპორტული ფსონი, ტოტალიზატორი, ბილიარდი და სხვა. ერთხელ მოგების შემდეგ ადამიანს ყოველთვის როდი შეუძლია, შეჩერდეს და სიტუაცია რეალისტურად შეაფასოს. იოლად ნაშოვნმა ფულმა შესაძლოა ისე დაახვიოს თავბრუ, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდეს და უმალვე იწყებდეს მორიგ მოგებაზე ბოდვას, რომელიც შეიძლება არც კი შედგეს. აზარტული თამაშების ფსიქოლოგია მოიცავს რამდენიმე წესს, რომლებიც უნდა გვახსოვდეს, როდესაც სარისკო ავანტიურაში ვერთვებით:
აზარტულ თამაშში გამარჯვება არ უნდა ახდენდეს გავლენას მოთამაშის ფსიქიკასა და პიროვნებაზე; ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ფსონის გაზრდას.
უიღბლობის დაძლევის აკვიატებულმა სურვილმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქიკას და მის მატერიალურ მდგომარეობას.
ჯერ ვერავინ მოახერხა მოგების საიდუმლოს ამოხსნა, იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობს.
ადიქციური ქცევის ზოგიერთ სახეობას ახასიათებს ერთგვარი მსგავსება აზარტულ თამაშებთან, მაგრამ თამაშზე დამოკიდებულებას აქვს თავისი განმასხვავებელი ნიშნებიც, რომელთა შესწავლასაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

ოჯახისა და კარიერის ფსიქოლოგია
მამაკაცებს მოსწონთ ძლიერი, მიზანსწრაფული, პრინციპული, ნებისყოფიანი ქალები. ასეთი ქალების გვერდით ისინი თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობენ. მაგრამ ქალის მთავარი მოწოდება ოჯახურ კერაზე ზრუნვა და ბავშვების აღზრდაა, დღე-ღამეში კი მეტისმეტად ცოტა დროა საიმისოდ, რომ სამსახურში სიარულიც მოვასწროთ, სახლსაც მივაქციოთ ყურადღება და ბავშვებსაც შევუმოწმოთ საშინაო დავალება, თან ქმარსაც დავუთმოთ დრო, რათა თავი უსარგებლოდ არ იგრძნოს. ამბობენ, რომ იდეალური ადამიანი ყველაფერში იდეალურია. მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში? დაოჯახებულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – ოჯახი თუ კარიერა, იმიტომ, რომ ერთის მეორესთან შეთავსება ზოგჯერ შეუძლებელია. ძნელი საპოვნელია ოქროს შუალედი, რათა დილაობით სიამოვნებით მიაბიჯებდე სამსახურში, ხოლო საღამოობით არანაკლები სიამოვნებით მორბოდე სახლში. ცხოვრებაში ყველაფერი ასე არ არის: თუ სამუშაოზე მიგიხარია, ყოველთვის არ გაქვს შინ დაბრუნების სურვილი და პირიქით. ერთ-ერთი მეუღლის კარიერულმა წარმატებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ოჯახურ ურთიერთობებზე. ამასთან, როდესაც საქმე მამაკაცს ეხება, კარიერული წინსვლისკენ სწრაფვა ბუნებრივად მიიჩნევა, ქალი კი საკმარისია სერიოზულად მოეკიდოს პროფესიულ ზრდას, რომ ოჯახი მაშინვე იწყებს რღვევას. მოუგვარებელი პირადი ურთიერთობები ზოგჯერ ადამიანს იძულებულს ხდის, თავით გადაეშვას სამუშაოში, მაგრამ კარიერულ ზრდასთან ერთად ურთიერთობის გაცივება და განშორებაც შესაძლოა გარდაუვალი გახდეს. ზოგჯერ ოჯახის დაშლის მიზეზად ისიც ქცეულა, რომ მამაკაცს ცოლისთვის მკაცრად აუკრძალავს კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი. ხშირად ამას საფუძვლად უდევს მამაკაცის ბანალური სურვილი, აკონტროლოს მეორე ნახევარი.Aახალი არაფერია იმაში, რომ თუ ქალი დიდ ანაზღაურებას იღებს და უფრო მაღალი თანამდებობა უკავია, ქმარი თავს დაჩაგრულად გრძნობს. მაგრამ, მეორე მხრივ, ჭკვიანი მამაკაცი თავადაც განვითარდება და ცოლსაც მისცემს პროფესიული განვითარების საშუალებას. ნამდვილად ბედნიერი მხოლოდ ის ოჯახია, სადაც ერთმანეთის ესმით და მუდმივად არ იბრძვიან პირველობისთვის

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჭორაობა კარგი ყოფილა:)

ჭორაობა ქალების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

რეგულარული ურთიერთობა მეგობრებთან ადამიანების ჯანმრთელობაზე დადებით ზემოქმედებას ახდენს.

გამოკვლევაში მონაწილეობა 160 სტუდენტმა მიიღო. ექსპერიმენტის დაწყებამდე მათ შეუმოწმეს პროგესტერონის დონე. ამის შემდეგ ქალები წყვილებად დაყვეს. ნახევარს სთხოვეს დაესვათ ერთმანეთზე ისეთი შეკითხვები, რომლებიც მათ დაახლოვებას გამოიწვევს: მაგალითად: ვის მიიწვევდით ვახშმად, რომ შეგეძლოთ ნებისმიერი ადამიანის მოწვევა? მეორე ნაწილს კი მისცეს დავალება ბოტანიკურ სტატიას რედაქტირება გაუკეთონ. 20 წუთის შემდეგ კეთილისმსურველებს ხელმეორედ გაუსინჯეს პროგესტერონის დონე. ის სტუდენტები, რომლებიც ამ დროში ერთმანეთს ახლოს გაეცვნენ და იჭორავეს, მათ ჰორმონები მოემატათ ან დარჩა ძველ დონეზე. მეორე ნაწილს კი პროგესტორენის დონე შეუმცირდათ.

მეცნიერები ამბობენ, რომ პროგესტერონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სოციალური კავშირების დამყარებაში, ასევე ამძაფრებს იმის სურვილს, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს, რომლებიც ცუდ დღეში იმყოფებიან.

პროგესტერონის ჰორმონი ეხმარება ქალებს ებრძოლონ ინფექციას, ასევე ის ამცირებს კიბოთი დაავადების შანსს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები რომლებიც ხშირად ჭორაობენ მეგობრებთან, უფრო ჯანმრთელად და ბედნიერებად გრძნობენ თავს, რადგან ეს ზრდის მათში პროგესტერონის დონეს.

პროგესტერონი ხელს უწყობს, რომ ადამიანები არ იყვნენ სტრესულ მდგომარეობაში. ამიტომაც ისინი ვინც სოციალურად იზოლირებული არ არიან, უფრო მეტს ცხოვრობენ, თანაც ბედნიერად.

Posted in Uncategorized | Leave a comment

აზარტული თამაშების ფსიქოლოგია

ადამიანთა უმრავლესობისთვის აზარტი ასოცირდება რაღაც სარისკოსთან, საშიშთან, მაგრამ საოცრად მიმზიდველსა და საინტერესოსთან. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ აკრძალული ხილი გემრიელია და რაც უფრო მეტად “არ შეიძლება”, მით უფრო მეტად “გვინდა”. დაახლოებით “შეიძლებასა” და “არ შეიძლებას” შორის არსებულ ზღვარზე აღმოცენდა გემბლინგის (აზარტული თამაშების) ფსიქოლოგია. თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მიდრეკილია აზარტისკენ, მაგრამ ყველას როდი უვითარდება ემოციურ ლაბილობასთან, ქცევის არაადეკვატურობასთან, სოციოპათიასთან, დევიაციასთან, სუიციდთან დაკავშირებული პათოლოგია. გემბლინგი ფულზე თამაშისადმი დამოკიდებულების ნაირსახეობაა. ეს არის გარკვეულ მოქმედებათა კომპლექსი, ჩამოყალიბებული აზარტული თამაშების (რომლებსაც მოგების მოტანა შეუძლია) სხვადასხვა სახეობისადმი მიდრეკილების საფუძველზე.
ისეთებისა, როგორიც არის ბანქო, კაზინო, ფსონი რბოლებზე, სპორტული ფსონი, ტოტალიზატორი, ბილიარდი და სხვა. ერთხელ მოგების შემდეგ ადამიანს ყოველთვის როდი შეუძლია, შეჩერდეს და სიტუაცია რეალისტურად შეაფასოს. იოლად ნაშოვნმა ფულმა შესაძლოა ისე დაახვიოს თავბრუ, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდეს და უმალვე იწყებდეს მორიგ მოგებაზე ბოდვას, რომელიც შეიძლება არც კი შედგეს. აზარტული თამაშების ფსიქოლოგია მოიცავს რამდენიმე წესს, რომლებიც უნდა გვახსოვდეს, როდესაც სარისკო ავანტიურაში ვერთვებით:
აზარტულ თამაშში გამარჯვება არ უნდა ახდენდეს გავლენას მოთამაშის ფსიქიკასა და პიროვნებაზე; ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ფსონის გაზრდას.
უიღბლობის დაძლევის აკვიატებულმა სურვილმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქიკას და მის მატერიალურ მდგომარეობას.
ჯერ ვერავინ მოახერხა მოგების საიდუმლოს ამოხსნა, იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობს.
ადიქციური ქცევის ზოგიერთ სახეობას ახასიათებს ერთგვარი მსგავსება აზარტულ თამაშებთან, მაგრამ თამაშზე დამოკიდებულებას აქვს თავისი განმასხვავებელი ნიშნებიც, რომელთა შესწავლასაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

ოჯახისა და კარიერის ფსიქოლოგია
მამაკაცებს მოსწონთ ძლიერი, მიზანსწრაფული, პრინციპული, ნებისყოფიანი ქალები. ასეთი ქალების გვერდით ისინი თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობენ. მაგრამ ქალის მთავარი მოწოდება ოჯახურ კერაზე ზრუნვა და ბავშვების აღზრდაა, დღე-ღამეში კი მეტისმეტად ცოტა დროა საიმისოდ, რომ სამსახურში სიარულიც მოვასწროთ, სახლსაც მივაქციოთ ყურადღება და ბავშვებსაც შევუმოწმოთ საშინაო დავალება, თან ქმარსაც დავუთმოთ დრო, რათა თავი უსარგებლოდ არ იგრძნოს. ამბობენ, რომ იდეალური ადამიანი ყველაფერში იდეალურია. მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში? დაოჯახებულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – ოჯახი თუ კარიერა, იმიტომ, რომ ერთის მეორესთან შეთავსება ზოგჯერ შეუძლებელია. ძნელი საპოვნელია ოქროს შუალედი, რათა დილაობით სიამოვნებით მიაბიჯებდე სამსახურში, ხოლო საღამოობით არანაკლები სიამოვნებით მორბოდე სახლში. ცხოვრებაში ყველაფერი ასე არ არის: თუ სამუშაოზე მიგიხარია, ყოველთვის არ გაქვს შინ დაბრუნების სურვილი და პირიქით. ერთ-ერთი მეუღლის კარიერულმა წარმატებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ოჯახურ ურთიერთობებზე. ამასთან, როდესაც საქმე მამაკაცს ეხება, კარიერული წინსვლისკენ სწრაფვა ბუნებრივად მიიჩნევა, ქალი კი საკმარისია სერიოზულად მოეკიდოს პროფესიულ ზრდას, რომ ოჯახი მაშინვე იწყებს რღვევას. მოუგვარებელი პირადი ურთიერთობები ზოგჯერ ადამიანს იძულებულს ხდის, თავით გადაეშვას სამუშაოში, მაგრამ კარიერულ ზრდასთან ერთად ურთიერთობის გაცივება და განშორებაც შესაძლოა გარდაუვალი გახდეს. ზოგჯერ ოჯახის დაშლის მიზეზად ისიც ქცეულა, რომ მამაკაცს ცოლისთვის მკაცრად აუკრძალავს კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი. ხშირად ამას საფუძვლად უდევს მამაკაცის ბანალური სურვილი, აკონტროლოს მეორე ნახევარი.Aახალი არაფერია იმაში, რომ თუ ქალი დიდ ანაზღაურებას იღებს და უფრო მაღალი თანამდებობა უკავია, ქმარი თავს დაჩაგრულად გრძნობს. მაგრამ, მეორე მხრივ, ჭკვიანი მამაკაცი თავადაც განვითარდება და ცოლსაც მისცემს პროფესიული განვითარების საშუალებას. ნამდვილად ბედნიერი მხოლოდ ის ოჯახია, სადაც ერთმანეთის ესმით და მუდმივად არ იბრძვიან პირველობისთვის.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ვისგან წარმოიშვა მაზოხიზმი?

ავსტრიელი მწერლის ზახერ მაზოხის სახელი ცნობილია მათთვისაც კი, ვისაც თვალითაც არასოდეს უნახავს მისი თხზულებები. ეს განპირობებულია სიტყვა „მაზოხიზმით“, რომელიც სწორედ მწერლის გვარიდანაა ნაწაემოები, მაგრამ ვინ არის ვანდა ფონ დუნაევა? მაზოხის მკითხველებმა იციან, რომ იგი მაზოხის ყველაზე განთქმული რომანის – „ბეწვეულში გამოწყობილი ვენერები“ – მთავარი გმირი გახლავთ. თუმცა, ამ სახელით რეალური პიროვნება – მწერლის მეუღლეც სარგებლობდა, რომლის ნამდვილი სახელიც ავრორა ფონ რიუმელინი იყო. 

ავრორა ავსტრიის ქალაქ გრაცში დაიბადა, სადაც პოლიციის უფროსი იმ ხანად თავად, ზახერ-მაზოხი იყო, რომლის ვაჟიც – ლეოპოლდი, როგორც ამბობენ, დანიშნული იყო თავის ბიძაშვილზე – პოლონელ მზეთუნახავზე .ნიშნობა მალე ჩაიშალა, ისევე როგორც წინამორბედი არაერთი ნიშნობა. ამაი გასაკვირი არაფერი იყო ამბობდნენ, ლეოპოლდს ნებისმიერი ქალის მოხიბლვა შეეძლო. ქალები მუდამ კუდში დასდევდნენ მას, მისი თაყვანისმცემლები საოცარი სილამაზით, მოხდენილობით გამოირჩეოდნენ და ღვთის წყალობით, არც ჭკუა აკლდათ ხოლმე. ავრორა ოცნებობდა ზახერ-მაზოხისთან დაახლოებაზე, მაგრამ არა დროებით, არამედ სამუდამოდ. ყველაფერი წერილით დაიწყო, „დოქტორო ! – სწერდა ავრორა თავის კერპს – ჩემში ბობოქრობს დემონი !.. რაღაც ძალა მაიძულებს, წარმოგიდგინოთ თქვენ, სურვილითა და ტკივილით შეპყრობილი, ჩემს ფერხთით“. ზახერ – მაზოხი სასწრაფოდ გამოეხმაურა და წერილში აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იდეალი იპოვა. როგორც ცნობილია, ზახერ – მაზოხს ორი იდეალი ჰყავდა: ერთი – კეთილი ქალის სახება, რომელსაც დედამისი, ჭეშმარიტად კეთილშობილი და ამაღლებული ქალბატონი განასახიერებდა და მეორე – ბოროტი, ამგვარი ქალების ჩამოყალიბებას მისი აზრით, იმჟამინდელი აღზრდის მეთოდი უწყობდა ხელს, რომელიც ქალს აიძულებდა, ყოფილიყვნენ მატყუარები და ბოროტები…ზახერ – მაზოხს იმედი არ ჰქონდა, რომ ოდესმე დედამისისნაირ ქალს შეხვდებოდა, ამიტომ ურთიერთობას ამჯობინებდა ბოროტთან, რადგან ის თავის სიუხეშეში , ეგოიზმსა და ქვენა გრძნობებში მაინც იქნებოდა გულწრფელი. აი, ასეთ იდეალზე საუბრობდა ზახერ – მაზოხი თავის წერილში. ავრორა გაჭირვებაში იყო გაზრდილი, რადგან მამამისმა გაკოტრების შემდეგ , ოჯახი მიატოვა. იგი ხელთათმანების კერვით ირჩენდა თავს. ავრორამ იცოდა, რომ ზახერ – მაზოხის სისუსტეს ბეწვეული წარმოადგენდა, ამიტომ მან გაბედული ნაბიჯი გადადგა ერთადერთი შეხვედრის შემდეგ ( მაშინაც ვუალი არ აიწია ) : ის დათანხმდა, ლეოპოლდისაგან საჩუქარად მიეღო ყარყუმის ბეწვით გაწყობილი წითელი კოფთა. აქედან მოყოლებული , იგი წერილებს, „ბეწვეულში გამოწყობილი ვენერების“ გმირს, ვანდა დუნაევას სახელს აწერს და საერთოდ ამ სახელით სარგებლობს… შემდეგ ვანდამ გაზეთის მეშვეობით შეიტყო, რომ ზახერ – მაზოხი ფილტვების ანთებით მძიმე იყო ავად. გოგონამ ლეოპოლდს მისწერა, რომ მისი მონახულება სურდა, თუნდაც იმავე დღის ხუთ საათზე. პასუხს არ დაუხანებია: „დღეს ხუთ საათზე დედამიწის ზურგზე უბედნიერესი ადამიანი ვიქნები“ ვანდა კრაველის ბეწვით გაწყობილ ჟილეტსა და შავ აბრეშუმის კაბაში გამოეწყო და სტუმრად გაემართა. ზახერ – მაზოხი მამასთან და ძმასთან ერთად ქალაქის ცენტრში , იმ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, რომელიც მთელი ქალაქისთვის იყო ცნობილი. ბინაში კატების სუნი იდგა – ზახერ – მაზოხს განსაკუთრებით უყვარდა ეს ცხოველი ( იგი მიიჩნევდა, რომ ქალი, რომელიც ატარებს ბეწვს, სხვა არაფერია თუ არა დიდი კატა). ვანდას დანახვაზე ზახერ – მაზოხმა მის წინ დაიჩოქა და აღნიშნა, რომ წერილების სერიოზული და მკაცრი ტონის მიხედვით, ასეთი საყვარელი სახის ნახვის იმედი, ნამდვილად არ ჰქონდა. წერილების „სერიოზული და მკაცრი“ ტონი განპირობებული იყო იმით, რომ ვანდას სურდა მწერლის იდეალთან მიახლება. ის იდეალი კი „ბეწვეულში გამოწყობილი ვენერების“ გმირი – ვანდა დუნაევა გახლდათ, რომელიც საკუთარ სატრფოს უმოწყალოდ შოლტავდა და ამით თავად მასვე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ( ზახერი დარწმუნებული იყო, რომ ტანჯვა, სიამოვნებად იქცეოდა, თუ მას მშვენიერი ქალის ხელით განიცდიდა, რადგან ქალი ყოველივე დემონურის ცენტრს წარმოადგენდა). საქმე შოლტამდეც მივა, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება, ჯერჯერობით კი მწერალი ზახერ – მაზოხი მეურვეობს ლიტერატორ ვანდას: და მისი პატარა თხზულებები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე. იგი აცნობს მას მწერლებსა და მხატვრებს, აგრეთვე ხელოვნების საიდუმლოებებსაც აზიარებს.
1873 წლის 13 ოქტომბერს ქალაქის გაზეთში ქვეყნდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ცნობილმა მწერალმა ზახერ-მახოხმა და ბარონესა რიუმელინმა ჯვარი დაიწერეს. მისი ქალიშვილობის გვარის წინ ბარონესას ტიტულის გამოჩენამ ყველაზე მეტად თავად ავრორა გააკვირვა, მაგრამ გაირკვა, რომ ეს მისი მეუღლის ოინი იყო.
მალე წეევილს პირველი შვილიც შეეძინა. ვანდას გასაკვირად, ლეოპოლდი საოცრად მზრუნველი და მოპსიყვარულე მამა აღმოჩნდა, თუმცა მას ამ გრძნობით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ბავშვი სულ მალე გარდაიცვალა. ზახერ-მაზოხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ღვთის წყალობით, მალე მეორე შვილიც შეეძინა. თუმცა სხვაგვარი სიურპრიზებიც იყო ვანდას ცხოვრებაში. მაგალითად, მწერლის საწერ მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმული მისი საყვარლისა და საცოლეების უამრავი ფოტოსურათი იყო მოთავსებული. ვანდალ თავის წიგნშI წერდა: “მათი რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე მამაკაცის ცხოვრების შევსებასაც კი სულ თავისუფლად შეძლებდა”.
თანდათან ვანდალ რწმუნდებოდა, რომ მისი ქმრის ტხზულებაში აღწერილი სისასტიკე მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი კი არ გახლდათ, არამედ ეს იყო ის, რასაც მისი მეუღლე ქვეშეცნეულად მიელტვოდა. ხანდახან იგი ასსეტ თამაშOბებს წამოიწყებდა ხოლმე: ქურქებში გამოწყობილი ცოლი და მოახლე საბრძოლო ყიჟინით ოთახებში დასდევდნენ მწერალს იჭერდნენ მას და მისსივე მოთხოვნით თოკებით აბამდნენ და განაჩენიც გამოჰქონდათ. თუმცა თვით განაჩენის აღსრულება ყოველთვის გადაიდებოდა ხოლმე. ვანდალ წერს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ლეოპოლდის დაჟინებული მოთხოვნით “განაჩენი” სისრულეში მოიყვანეს დამ ის მიერვე წინასწარ მომზადებული თოკებით მწერალი მოახლემ გაროზგა. ცოლი დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას ქმრის მოთხოვნას, მაგრამ ის იმდენად დაჟინებული იყო, რომ ბოლოს დათანხმდა. მეორე დღეს ქალბატონმა მოახლე დაითხოვა და ჯალათის როლი თავადვე იკისრა მორჩილად.
“მე თითქმის ყოველდღე მიწევდა ქმრის ცემა. თავდაპირველად საშინელი ზიზღის გრძნობა მეუფლებოდა, მაგრამ შემდეგ თანდათან შევეჩვიე”. ზახერ-მაზოხის უცნაური ფანტაზიები თანდათან უფრო და უფრო შორს მიდიოდა. როცა დაინახა, რომ ცოლი მის მოთხოვნებს ემორჩილებოდა, მან სხვადასხვაგვარი შოლტი და მათრახი შეუკვეთა, ზოგიერთი მათგანი ლურსმნებიანიც კი იყო.
წლების შემდეგ, ავსტრიელმა ფსიქიატრმა რ. კრაფტ-ებინგმა შემოიღო ტერმინი “მაზოხიზმი” ,რომელიც მწერლის გვარიდან იყო ნაწარმოები. ტერმინი, რომელიც თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა, გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ ტანჯვასაც. შესაძლოა, მორალურ ტანჯვას უფრო მეტადაც კი.
ლეოპოლდი ფიქრობდა ,რომ “საყვარელი ქალის ღალატში იმალებოდა, რაღაც მკივნეულად მშვენიერი ავხორცი გრძნობა”. მან ერთ მშვენიერ დღეს თავის მეუღლეს გამოუცხადა, რომ მისთვის უნდა ეღალატა და ცოლისთვის საყვარლის შერჩევა თავადვე იკისრა. მან გაუმხილა ვანდას, რომ ვინმე შტაუდენგეიმი მასზე შეყვარებული იყო. “რა მშვენიერი წყვილი გამოვიდოდა თქვენგან!” – მეოცნებე სახით წარმოთქვა მან. ვანდალ ამან ძალზე განარისხა და ქმარი გაკიცხა. ლეოპოლდი მის გადარწმუნებას შეეცადა და ჰკითხა: “ ნუთუ შტაუდენგეიმისნაირი ლამაზი მამაკაცის კოცნა შენთვის ჩემსაზე ნაკლებსასიამოვნო იქნება?!” – “დიახ. – უპასუხა ცოლმა. – რადგან მე თქვენ მიყვარხართ და არა იგი”. ვანდას თავისი უცნაური, ხშირ შემთხვევაში აუტანელი ქმარი მართლაც ძალიან უყვარდა. მისი თქმით, იგი კეთილი, ზრდილობიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი და ამასთანავე, საურთიერთოდ საოცრად უშუალო ადამიანი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა, არც ძუნწი იყო , პირიქით Mტელი თავისი ქონების განკარგვა, სწორედ ცოლს მიანდო; ერთადერთი ის თანხა დაიტოვა, რომლითაც ისევ ცოს დროდადრო ბეწვეულს აჩუქებდა ხოლმე.
ქმრის ამ გაუგონარი მკრეხელური წინადადების შემდეგ, ვანდას ერთი კითხვა დაებადა. მეუღლე, რომელიც აღმერთებდა მას, ნუთუ არ ეჭვიანობდა მასზე?”დიახ, მე საშინლად ვეჭვიანობ. – გააკვირვა ცოლის გულუბრყვილობამ ლეოპოლდი. – როცა შტაუდენგეიმი გეამბორა, თითქოს გული გამიჩერდა. ჩემთვის ეს აუტანელი სატანჯველი იყო, მაგრამ ამ ტანჯვაში მე ისეთი სიამოვნებაც აღმოვაჩინე, რომლის მსგავსიც არასოდეს განმიცდია”.
ყოველივე ეს ვანდას სწორედ მაშინ დაატყდა თავს, როდესა ის კიდევ ერთი მშობიარობისათვის ემზადებოდა. მან მეუღლეს მტკიცე უარი განუცხადა, მაგრამ როგორც იგი იგონებს, ქმარი გამუდმებით სთხოვდა, ეხვეწებოდა და ემუდარებოდა ეღალატა მისთვის. ეს იმდენად მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, რომ ბოლოს და ბოლოს იგი დათანხმდა. 
ზახერ-მაზოხი ცოლისთვის ახალი საყვარლის კანდიდატურის ძებნას შეუდგა. იგი ვანდას სახელით აქვეყნებდა წერილებს გაზეთში. ავანტიურის მოყვარული ადამიანების ბარათებსაც თავად სცემდა პასუხს… ბოლოს მან სათანადო კანდიდატურაც შეარჩია და ბავშვები და მოახლე თეატრში, დღის სპექტაკლზე გაისტუმრა, რათა მათ ხელი არ შეეშალათ განზრახულის სისრულეში მოყვანაში. მან თავადვე გამოპრანჭა ცოლი და მეორე ოთახში საყვარელთანაც თავადვე შეუშვა..
“ხშირად მე არასწორად განმსჯიან! – წერდა მწერალი. – ჩემს ბევრ ნაწარმოებში მე აღვწერე საკუთარი სიმდაბლე და ცხოვრებისგან მიღებული ბევრი სიმწარე და მხოლოდ ცოტას თუ ესმის ჩემი, რომ მხოლოდ იდეალურ სულს, რომელიც ადამიანების ზნეობრივი სიმახინჯის გამო იტანჯებოდა, შეეძლო ჩემი შთაგონება მსგავსი პირქუში და მწარე სურათების შექმნისას”.
სავარაუდოა, რომ მწერლის ამ ავადმყოფურ ნაბოდვარში , მთავარ სიტყვად “იტანჯებოდა” უნდა აღვიქვათ.Image

Posted in Uncategorized | Leave a comment